ალექსანდრ ვუჩიჩი - პრეზიდენტ პუტინს სიტყვა მივეცი, რომ მოსკოვში ჩამოვიდოდი და შევასრულე

ალექსანდრ ვუჩიჩი - პრეზიდენტ პუტინს სიტყვა მივეცი, რომ მოსკოვში ჩამოვიდოდი და შევასრულე

8 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს პირობა მისცა, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავზე მოსკოვში ჩავიდოდა და პირობა შეასრულა.

„იცით, მე პრეზიდენტ პუტინს მივეცი სიტყვა, რომ დღეს აქ ვიქნებოდი და ის შევასრულე, რაც ვთქვი. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ვუჩიჩმა.

მისი თქმით, პუტინთან მოლაპარაკებები და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება მნიშვნელოვანია ბელგრადისთვის.

შეგახსენებთ, ალექსანდრ ვუჩიჩი მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდა.

პოსტი ნახა: 197


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე