ალექსანდრე ლუკაშენკო - უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით ამერიკელებს გეგმა არ აქვთ

ალექსანდრე ლუკაშენკო - უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით ამერიკელებს გეგმა არ აქვთ

21 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო

უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით ამერიკელებს გეგმა არ აქვთ , - ამის შესახებ მოსკოვში ვიზიტით მყოფმა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამის შესახებ ვფიქრობდი: 30 - დღიანი ზავი, რასაც ამერიკელები და უკრაინელები ითხოვენ. უკრაინელებს სხვა არჩევანი არ აქვთ, ამერიკელებმა თქვეს: 30 დღე. სხვათა შორის, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით ამერიკელებს გეგმა არ აქვთ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას თავად უკრაინა არ დათანხმდება.

„თუ ეს ზავი ყველაფრის გაყინვას ნიშნავს, იმას, რომ არანაირი მოძრაობა არ იქნება, მაშინ ამას, სავარაუდოდ, უკრაინელები არ დათანხმდებიან“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

პოსტი ნახა: 347


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!