ამ კატეგორიის ადამიანები ყოველთვიურად 340 ლარს მიიღებენ – ნახეთ ვის გაეზრდება შემოსავალი იანვრიდან

ამ კატეგორიის ადამიანები ყოველთვიურად 340 ლარს მიიღებენ – ნახეთ ვის გაეზრდება შემოსავალი იანვრიდან

17-03-2023 06:54
კატეგორიები: ეკონომიკა

ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება 770 მილიონი ლარით იზრდება. ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები პრემიერ-მინიტრმა დააანონსა.

ბიუჯეტში გათვალისწინებულია და იანვრიდან პირველი ჯგუფის შშმ პირები 275 ნაცვლად 340 ლარს მიიღებენ,  მე-2 ჯგუფის 140 ნაცვლად 175-ს , მე-3 ჯგუფში შემავალი ჯანმრთელობის სტატუსის მქონე პირები თუ დღემდე 100 ლარს იღებდნენ, ბიუჯეტის გაზრდის პარალელურად მათი შემოსავალი 135 ლარი იქნება.

ექსპერტები ამბობენ, რომ ბიუჯეტში თანხების მობილიზება ქვეყანაში ეკონომიკურმა ზრდის მაჩვენებელმა გამოიწვია. სპეციალისტების შეფასებით მთავრობა პრიორიტეტებს არ ცვლის და მომდევნო წელიც პოზიტიურად დაიგეგმა.

გასამმაგდა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობა, 50 ლარი უკვე 150 გახდა. არ გამორიცხავენ ბიუჯეტის ზრდასთან ერთად ამ მიმართულებით დამატებით ფინანსების მობილიზებაც მოხდეს.

2023 ბიუჯეტში თანხები დევნილთა სახლების მშენებლობებისთვისაც არის გათვალისწინებული  პრემიერ მინისტრმა უკვე დააანონსა, რომ 7000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მალე დაიწყება, რისთვისაც 250 მილიონი ლარი დაიხარჯება.

პოსტი ნახა: 5886


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!