ამერიკამ უკრაინას დამატებით F-16 ები გადასცა?
კონსერვატორმა ინფლუენსერმა ლორა ლუმერმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც მას ერთ-ერთმა გამომწერმა გაუგზავნა, მასზე ასახულია შეფუთული F-16-ები, რომელიც იტვირთება უკრაინულ Antonov An-124-ში.
უკრაინული სატრანსპორტო თვითმფრინავი აშშ-ს Tucson International Airport-ში 26 აპრილს დაფრინდა. აღსანიშნავია რომ აეროპორტიდან 1 მილში მდებარეობს საავიაციო ბაზა - Davis-Monthan.
ადგილობრივებმა დააფიქსირეს 3 შეფუთული F-16 ის ჩატვირთვა, თუმცა An-124 შეუძლია დაიტიოს 4 ერთეული.
ოფიციალურ პირებს ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.