Amnesty International-ი შემოსავლების სამსახურის მიერ „ბათუმელებისთვის“ ინკასოს დადებას ეხმაურება

Amnesty International-ი შემოსავლების სამსახურის მიერ „ბათუმელებისთვის“ ინკასოს დადებას ეხმაურება

5 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 149

Amnesty International-ი შემოსავლების სამსახურის მიერ „ბათუმელებისთვის“ ინკასოს დადებას ეხმაურება.

ორგანიზაცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ მისი დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაკავებული და „პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ ყველა ბრალდების გამოძიებას“ მოითხოვს.

„დამოუკიდებელ ქართულ გამოცემა „ბათუმელებს“ ანგარიშები გაუყინეს, მას შემდეგ, რაც მისი დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობა გაასაჯაროვა, რომელიც ახლა უკანონოდ არის დაკავებული და უსამართლობით გამორჩეული სასამართლო პროცესის წინაშე დგას. Amnesty-ი პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ ყველა ბრალდების გამოძიებას მოითხოვს“, - ნათქვამია Amnesty International-ის პრესსამსახურის განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე