"ამოღებულია 103,2 გრ. ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“." - პროკურატურამ გასაღების მიზნით ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

"ამოღებულია 103,2 გრ. ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“." - პროკურატურამ გასაღების მიზნით ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

6 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 187

აქართველოს პროკურატურამ გასაღების მიზნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „კოკაინს“. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია 103,2 გრ. ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“.

„დაკავებულ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე