ანა წითლიძე - ევროკავშირის განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც პირველივე დღიდან ვამბობდით - ერთადერთი სწორი და პრინციპული გადაწყვეტილება იყო ე.წ. არჩევნების ბოიკოტი და პროტესტი

ანა წითლიძე - ევროკავშირის განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც პირველივე დღიდან ვამბობდით - ერთადერთი სწორი და პრინციპული გადაწყვეტილება იყო ე.წ. არჩევნების ბოიკოტი და პროტესტი

3 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 32

ევროკავშირის ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც პირველივე დღიდან ვამბობდით - ერთადერთი სწორი და პრინციპული გადაწყვეტილება იყო ე.წ. არჩევნების ბოიკოტი და პროტესტი. ქვეყანაში არ ჩატარებულა არჩევნები, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

წითლიძის თქმით, „რეჟიმის დამარცხების“ ერთადერთი გზა არის ართანამშრომლობა, ბოიკოტი და წინააღმდეგობა.

„ევროკავშირის ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რასაც ჩვენ ვამბობდით პირველი დღიდან, რომ ერთადერთი და სწორი გამოსავალი იყო ე.წ არჩევნების ბოიკოტი და პროტესტი, არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობდა, რომ იყო გაყალბებული და რომ 4 ოქტომბერს იყო მხოლოდ რუსული სპეცოპერაცია არჩევნების სახით, რომელსაც არ აკვირდებოდა არცერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ამიტომაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ეს გამოხმაურება არის აბსოლუტურად ლოგიკური, 4 ოქტომბრამდე მათ არაერთი განცხადება გაუკეთებიათ, რომ დიქტატორულ პირობებში არ არსებობ არანაირი არჩევნები და ახლაც ეს არჩევნები ყველანაირი დემოკრატიული ნორმის გარეშე ჩატარდა. ეს უნდა იყოს გაკვეთილი, მათ შორის იმ ორი ოპოზიციური პარტიისთვის, რომლებმაც მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, რომ შეცდომას უშვებდნენ ამ არჩევნებში შესვლით, რეალურად ამ გაკვეთილისგან ისწავლონ, რომ ის შედეგები, რაც დაუწერა „ოცნებამ” ბევრ რამეზე მეტყველებს ამ პროცესში. რეჟიმის დამარცხების ერთადერთი გზა არის ართანამშრომლობა, ბოიკოტი და წინააღმდეგობა“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი საქართველოში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა“.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე