ანა წითლიძე - ყველას მინდა ვუთხრა, ვინც 4 ოქტომბრის შემდეგ თითის გაშვერა დაიწყო ამ ადამიანებისკენ - ჯერ თქვენ გაბედეთ იმის მესამედი, რაც მათ გაბედეს და შემდეგ გექნებათ უფლება ვინმეს მიმართ ხელი გაიშვიროთ

ანა წითლიძე - ყველას მინდა ვუთხრა, ვინც 4 ოქტომბრის შემდეგ თითის გაშვერა დაიწყო ამ ადამიანებისკენ - ჯერ თქვენ გაბედეთ იმის მესამედი, რაც მათ გაბედეს და შემდეგ გექნებათ უფლება ვინმეს მიმართ ხელი გაიშვიროთ

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 175

მისი თქმით, 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებდნენ, ქვეყნის თავისუფლების დასაცავად.

„ყველა ის ადამიანი, რომლებიც ახლა ბრალდებულები არიან რეჟიმის მიერ, გმირები არიან, რადგან თითოეულმა ამ ადამიანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა თავისუფალი ყოფილიყო.

ჩემთვის ბრძოლის ნებისმიერ ფორმას გამართლება აქვს, ცხადია მშვიდობიანს და ცხადია, ეს ადამიანები, საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებდნენ. საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეები იცავდნენ, ქვეყნის თავისუფლებას. თუ ვინმე დღეს კონსტიტუციური ჩარჩოდან არის გასული ეს რეჟიმია. ამიტომ, თითოეული ამ ადამიანის მოტივაცია მე ძალიან კარგად მესმის და ვიზიარებ.

ყველა იმ ადამიანს მინდა ვუთხრა 4 ოქტომბრის შემდეგ თითის გაშვერა რომ დაიწყეს, ამ ადამიანებისკენ. მეგობრებო ჯერ თქვენ გაბედეთ იმის მესამედი, რომელიც ამ ადამიანებმა გაბედეს და შემდეგ გექნებათ უფლება ვინმეს მიმართ ხელი გაიშვიროთ.

ისინი კი, რომლებიც გარეთ დავრჩით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბრძოლა შედგეს. 4 ოქტომბერი დამარცხების დღე არ ყოფილა, ეს იყო რეჟიმთან ბრძოლის დღე. საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია, ნებისმიერი ფორმით, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, ამას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები და ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენც“, - განაცხადა ანა წითლიძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე