ანალენა ბერბოკი ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერზე - გერმანიის მთავრობა ემორჩილება კანონს, კანონზე მაღლა არავინ დგას

ანალენა ბერბოკი ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერზე - გერმანიის მთავრობა ემორჩილება კანონს, კანონზე მაღლა არავინ დგას

26-11-2024 15:04
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 1300

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, შესაძლოა, დააპატიმრონ, თუ ის გერმანიაში ჩავა, - გამოცემა DPA-ს ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბაერბოკმა განაცხადა.

„გერმანიის მთავრობა ემორჩილება კანონს, რადგან არავინ დგას კანონზე მაღლა“, - აღნიშნა ბერბოკმა.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასული კვირის ხუთშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრებების ორდერი გასცა ომისა და კაცობრიობის წინაშე მათ მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამო. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მონაწილე სახელმწიფოები, მათ შორის გერმანია, ვალდებულები არიან სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერი აღასრულონ.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე