ანდრეი სიბიგა - ევროკავშირმა უკრაინას დაგეგმილი 2 მილიონი საარტილერიო ჭურვის ორი მესამედი უკვე გადასცა

ანდრეი სიბიგა - ევროკავშირმა უკრაინას დაგეგმილი 2 მილიონი საარტილერიო ჭურვის ორი მესამედი უკვე გადასცა

5 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 129

ვაგრძელებთ მუშაობას რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად, სანქციები ეფექტური ინსტრუმენტია რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის შესამცირებლად და იმისთვის, რომ მას მშვიდობის დამყარება ვაიძულოთ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

“ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა 2 მილიონი საარტილერიო ჭურვიდან ორი მესამედი უკვე გადმოგვცეს და ვმუშაობთ დანარჩენის რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებაზე“, - აღნიშნა სიბიგამ.

მისი თქმით, საჭიროა გაბედული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორც რუსეთის შესაკავებლად, ასევე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლისთვის.

„ეს კრიტიკული პერიოდი მოითხოვს გაბედულ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, როგორც რუსეთის შესაკავებლად, ასევე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლისთვის“, - აღნიშნა სიბიგამ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე