ანი ნადარეიშვილი - გამოკითხვაზე დამიბარეს, ვუთხარი, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მივიდოდით, ნახევარ საათში, 30-მდე ავტომატიანი და ნიღბიანი შემოცვივდა - ზვიად გაგუას, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს, უთხრეს, ბაჩოს წინააღმდეგ მიეცი ჩვენებაო

ანი ნადარეიშვილი - გამოკითხვაზე დამიბარეს, ვუთხარი, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მივიდოდით, ნახევარ საათში, 30-მდე ავტომატიანი და ნიღბიანი შემოცვივდა - ზვიად გაგუას, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს, უთხრეს, ბაჩოს წინააღმდეგ მიეცი ჩვენებაო

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა სამართალი
პოსტი ნახა: 19

ტელეფონი გავხსენი ეგრევე, „ლაივი“ რომ ჩამერთო, იმიტომ, რომ საოცარი სანახაობა იყო, არ ვიცი, ეს ავტომატიანი ხალხი რა საჭირო იყო. ეგრევე მომიშვირეს ავტომატები და მითხრეს, ტელეფონი დააგდე, შენი ტელეფონი ნივთმტკიცებაა, ამოღებულია და არ გაქვს [გამოყენების] უფლებაო, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა „ტვ პირველთან“ განაცხადა, როდესაც ისაუბრა მათ საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე.

ანი ნადარეიშვილის თქმით, ვიდრე სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდებოდა, დაუკავშირდნენ სუს-იდან და უთხრეს, რომ მოწმის სახით გამოკითხვაზე იბარებდნენ მას, მის მეუღლეს ბაჩო ახალაიას და ოჯახის ახლობელს ზვიად გაგუას, რაზეც ნადარეიშვილის თქმით, საპასუხოდ უთხრა, რომ ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემდა.

„დაახლოებით, 4 საათი იქნებოდა, ჩემს ნომერზე დარეკეს. ვინც მანამდე სუს-ში დამიბარა და დამკითხა, ის ქალბატონი იყო, მითხრა, რომ დამატებით ჰქონდა კითხვები, მოწმის სახით მიბარებდა და ასევე იბარებდა ბაჩოს და ზვიად გაგუასაც, ჩვენი ოჯახის ახლობელს, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს. მე ვუპასუხე, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მივიდოდით, გამომდინარე იქიდან, რომ მასკარადი, მოაწყვეს წინა დაკითხვაზე სასწრაფოსთან და ცუდად გახდომასთან დაკავშირებით, როცა მთელი დღე ჰყავდათ დაკითხვაზე რაღაც ერთი ხმის ნიმუშის გამო. შიგნით რაც ხდებოდა, თვითონ ძალიან კარგად იციან, აქედან გამომდინარე, ვუპასუხე [მაგისტრ მოსამართლესთან მისვლის თაობაზე]. მითხრა, რომ კი ბატონო, ამას ოქმით დავაფიქსირებ და დაგიკავშირდებითო. ზუსტად ნახევარ საათში, დაახლოებით 30 ავტომატიანი და ნიღბიანი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები შემოცვივდა. იდგენენ შემოსატეხი რაღაცებით და ავტომატებით. ტელეფონი გავხსენი ეგრევე, „ლაივი“ რომ ჩამერთო, იმიტომ, რომ საოცარი სანახაობა იყო, არ ვიცი, ეს ავტომატიანი ხალხი რა საჭირო იყო. ეგრევე მომიშვირეს ავტომატები და მითხრეს, ტელეფონი დააგდე, შენი ტელეფონი ნივთმტკიცებაა, ამოღებულია და არ გაქვს [გამოყენების] უფლებაო. მომადგა ის ქალბატონი გამომძიებელი და მითხრა, რომ თქვენც დაპატიმრებული ხართ და აქეთ გადმობრძანდითო და დაიწყეს ჩემი ოქმის შევსებაც. მე გამიყვანეს, მერე გაიყვანეს ბაჩო და მერე წაუყვანიათ ზვიად გაგუა. სუს-ში წაიყვანეს დაკითხვაზე, იქ უთხრეს, ბაჩოს წინააღმდეგ მიეცი ჩვენებაო, დაადასტურე, რომ ჰქონდა კონტაქტი, ორგანიზატორი იყო და ანის გამოვუშვებთო, თუ არადა, ხედავთ, რომ ორივე დაჭერილია და ბავშვები დედ-მამის გარეშე დარჩებიანო. მერე გამოუშვეს, მოიყვანეს სახლში, სახლში ჩხრეკა მიმდინარეობდა და ცოტა ხანში ისევ წაიყვანეს, იგივე უთხრეს, რამე ხომ არ მოიფიქრე, დასამატებელი ხომ არ გაქვსო?!“- განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე