ანი ნადარეიშვილი - როცა ჩვენთან  რუსის ავტომატიანი მონები შემოცვივდნენ, ბაჩოს 13 წლის ძმისშვილი გადიოდა სადარბაზოდან,  წაართვეს ტელეფონი და 3 საათი ქუჩაში ჰყავდათ ისე, რომ არავინ არ იცოდა ადგილსამყოფელი - ყველა „ქოცს“ გისურვებთ, იგივე გაიაროთ!

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი პოლიტიკა
პოსტი ნახა: 12

ბაჩოს 13 წლის ძმისშვილი, დათა ახალაია გადიოდა სადარბაზოდან, წაართვეს ტელეფონი და 3 საათი ქუჩაში ჰყავდათ დაკავებული ისე, რომ არავინ არ იცოდა მისი ადგილსამყოფელი, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი აცხადებს.

როგორც ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის მობილურ ტელეფონზე დედის ზარი შედიოდა, მას არ აპასუხებინეს.

„იმ წუთებში, როცა ჩვენთან რუსის ავტომატიანი მონები შემოცვივდნენ, ბაჩოს 13 წლის ძმისშვილი, დათა ახალაია გადიოდა სადარბაზოდან, ბავშვი დააკავეს, წაართვეს ტელეფონი და 3 საათი ქუჩაში ჰყავდათ დაკავებული ისე, რომ არავინ არ იცოდა ბავშვის ადგილსამყოფელი. მის ტელეფონზე განუწყვეტლივ შედიოდა დედამისის ზარი და ბავშვს არ აპასუხებინეს დედისთვის, თუნდაც, ორი სიტყვით ეთქვა, რომ ცოცხალი იყო. ყველა „ქოცს“ გისურვებთ იგივე გაიაროთ!“, - წერს ნადარეიშვილი.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე