ანიტა ჰიპერი - „ქართული ოცნება“ რეპრესიულ ზომებს მიმართავს, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული მანქანის მიერ არის შთაგონებული

ანიტა ჰიპერი - „ქართული ოცნება“ რეპრესიულ ზომებს მიმართავს, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული მანქანის მიერ არის შთაგონებული

1 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 128

„ქართული ოცნება“ რეპრესიულ მიმართვას ზომებს, რომლებიც აშკარად რუსული პროპაგანდისტული მანქანის მიერ არის შთაგონებული, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფორმას და, რა თქმა უნდა, ის, რაც იქ ხდება, შეუმჩნეველი არ რჩება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, აკვირდება თუ არა ევროკომისია სიტუაციას საქართველოში.

„სწორედ ამიტომ ვმუშაობთ სანქციებზე, ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს ხელისუფლებისკენ ფული არ მიდიოდეს და ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების და ყველა იმ ადამიანის მხარდასაჭერად, ვინც მშვიდობიანად მოქმედებს უკეთესი მომავლისთვის და არ თმობს იმედებსა და ღირებულებებს, რასაც ევროპა განასახიერებს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე