ანიტა ჰიპერი - საქართველოს ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას ეწევა, ეს არის პროპაგანდა რუსული სახელმძღვანელოდან

ანიტა ჰიპერი - საქართველოს ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას ეწევა, ეს არის პროპაგანდა რუსული სახელმძღვანელოდან

1 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 102

საქართველოს ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას ეწევა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, „ეს არის პროპაგანდა რუსული სახელმძღვანელოდან“ , განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც საქმე დეზინფორმაციის გავრცელებასა და ევროკავშირის ელჩზე თავდასხმებს ეხება.

„ჩვენ ვნახეთ შაბათს ჩატარებული არჩევნები, რომელიც მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებით აღინიშნებოდა. ასევე, ვნახეთ დაბალი აქტივობა, რაც ოპოზიციის ბოიკოტითაც აღინიშნა. ასევე, ვნახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეუთოდან და ოდირიდან საერთაშორისო დამკვირვებლები დროულად არ მიიწვია, რამაც მთელი პროცესის გამჭვირვალობასა და სანდოობას ძირი გამოუთხარა. ასევე, ვნახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას ეწევა. ეს არის პროპაგანდა რუსული სახელმძღვანელოდან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე დეზინფორმაციის გავრცელებასა და ჩვენს ელჩზე თავდასხმებს ეხება, რომელსაც ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს“, - განაცხადა ანიტა ჰიპერმა.

მისი თქმით, ევროკავშირი „ყველა მხრიდან ძალადობის ყველა ფორმას გმობს“.

„ევროკავშირი ყოველთვის მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისა და მშვიდობიანი დემონსტრაციების, როგორც ფუნდამენტური უფლების, მოწოდებით გამოდის. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფორმას. ეს არის ჩვენი განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ჰიპერმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე