ანტონ ჩეჩინის საქმეზე განაჩენი 2 სექტემბერს, 10:30 საათზე გამოცხადდება

ანტონ ჩეჩინის საქმეზე განაჩენი 2 სექტემბერს, 10:30 საათზე გამოცხადდება

8 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 193

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ანტონ ჩეჩინის საქმეზე განაჩენი 2 სექტემბერს, 10:30 საათზე გამოცხადდება.

სწორედ ამ დღეს მოისმენს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია ბრალდებულის საბოლოო სიტყვას, რის შემდეგაც განაჩენის გამოსაცხადებლად სათათბიროდ გავა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

სასამართლო პროცესს გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი ესწრებოდა.

ცნობისთვის, ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლოს მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე