Galt & Taggart-ის შეფასებით, აპრილში საქართველომ ტურიზმიდან 300 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ჯამურად საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აპრილში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 1.1 მლრდ დოლარს გაუტოლდა (უცვლელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით). Galt & Taggart-ის პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს 4.5 მლრდ დოლარს მიაღწევს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 826 მლნ დოლარი მიიღო, წლიურად ტურიზმის შემოსავლები 2%-ით იყო გაზრდილი. რაც შეეხება 2024 წლის მაჩვენებელს, ქვეყანამ ტურიზმიდან ჯამში 4.4 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც რეკორდული შემოსავალია.
წყარო: https://bm.ge