აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატი - მარიამი ამბობს, რომ 4 ოქტომბერს საერთოდ არ იმყოფებოდა ათონელის სასახლის ტერიტორიაზე, აქციაზე იყო, თუმცა, არა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან

აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატი - მარიამი ამბობს, რომ 4 ოქტომბერს საერთოდ არ იმყოფებოდა ათონელის სასახლის ტერიტორიაზე, აქციაზე იყო, თუმცა, არა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან

1 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 136

აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატის, ანა ბერიას განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, სავარაუდოდ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან.

როგორც ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ, ადვოკატმა განაცხადა, მეყანწიშვილისთვის ჯერ ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არ არის, თუმცა, დაკავებისას მას სამართალდამცავებმა უთხრეს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით აკავებდნენ.

„სამართალდამცავების მხრიდან რამე ძალადობას, ან იძულებას ადგილი არ ჰქონია, ყველაფერი მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. პირველ რიგში, მისი კუთვნილი ქურთუკი ამოიღეს, რომელიც მარიამმა მისი ნებით წარუდგინა. ეს ქურთუკი მას, როგორც თავად განმარტა, 4 ოქტომბერს ეცვა. მას კონკრეტულად აჩვენეს ვიდეოკადრიდან ამოჭრილი მასალა, ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ეს ქურთუკი, ბუნებრივია, მარიამმა ამოიცნო ქურთუკი. ამოღებულია ასევე, მობილური ტელეფონი. მუხლს რაც შეეხება, ჯერ ბრალდების დადგენილებას არ ვიცნობ, ის წარდგენილი არ არის, თუმცა, როგორც მარიამს დაკავებისას განუმარტეს, ეს იყო სსსკ-ის 226-ე მუხლი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. როგორც თვითონ მარიამი განმარტავს, 4 ოქტომბერს საერთოდ არ იმყოფებოდა პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციაზე იყო, თუმცა, არა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. მარიამი მხნედაა, ბრძოლის უნარიაონობას არ კარგავს“, - განაცხადა ბერიამ.

ამ წუთებში, ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ორ დაკავებულთან - კახა კვაჭანტირაძესთან და მიხეილ თოლორაიასთან უფლებადამცველი ბორის ჩელე ყურუა შევიდა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან, მარიამ მეყანწიშვილი, დავით გიუნაშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ღურწკაია, გიორგი ტალახაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია და თემურ ქურციკიძე.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე