აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძის საქმეზე დღეს შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს

აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძის საქმეზე დღეს შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს

12-06-2025 12:12
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 349

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის მათე დევიძის საქმეზე დღეს შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზე დანიშნული. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. უცნობია, ისარგებლებს თუ არა ბრალდებული მათე დევიძე საბოლოო სიტყვით. აღნიშნული საკითხების გავლის შემდეგ, მოსამართლე სათათბიროდ განაჩენის გამოსატანად გავა.

სხდომის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტებსა და ბრალდებულის მხარდამჭერებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრება აქვთ დაანონსებული. მათე დევიძის საქმეში დაზარალებულის სტატუსი სამ პოლიციელს - ბიძინა ჟამერაშვილს, ლევან კოდალაშვილს და გიორგი ესტატიშვილს აქვს. კერძოდ კი, პროკურატურის მტკიცებით, მათ ბრალდებულმა დროშის ტარი ჩაარტყა.

ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე