რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 18 წლის სანდრო ქინქლაძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, მას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა დროს დაკავებული მომიტინგეების ადმინისტრაციული პროცესები სხვადასხვა მოსამართლემ განიხილა.
საბა ჭანკვეტაძეს 2200 ლარიანი ჯარიმა, ლუკა კოტიაშვილის 2000 ლარიანი ჯარიმა, დავით ხარაიშვილს, ბესო ლიპარტელიანს, თორნიკე ბერაძეს და ლუკა გაბედავას კი მოსამართლეებმა სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადეს.
ყველა მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადებას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.