აქციის მონაწილეების მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ურმის მიტანას ხმაური მოჰყვა

აქციის მონაწილეების მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ურმის მიტანას ხმაური მოჰყვა

05-05-2025 15:08
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 495

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც აქცია სლოგანით „სამართალი მაინც მოვა - თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ მიმდინარეობს, ხმაური იყო.

მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლები დაასრულეს, მათ სასამართლოს ეზოში, პატარა ზომის ურმის შეტანა სცადეს.

მათი თქმით, ურმის კონსტრუქცია სიმბოლურია, რადგან „სამართალი ურმით დადის“, თუმცა მისი სასამართლოს ეზოში შეტანის საშუალება მანდატურის სამსახურმა და სამართალდამცავებმა არ მისცეს, რის შემდეგაც, სასამართლოს შესასვლელში დამონტაჟებული რკინის ჭიშკარი ჩაკეტეს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე