აქციის მონაწილეებს - გიორგი ჟამერაშვილსა და რეზო დუმბაძეს, ადმინისტრაციული სახდელის სახით, 5000-5000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ

აქციის მონაწილეებს - გიორგი ჟამერაშვილსა და რეზო დუმბაძეს, ადმინისტრაციული სახდელის სახით, 5000-5000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ

36 წუთის წინ
კატეგორიები: სამართალი RSS
პოსტი ნახა: 72

მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილე გიორგი ჟამერაშვილი და რეზო დუმბაძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე დავით მაკარიძემ მათ ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000- 5000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

ცნობისთვის, 19 ნოემბერს თბილისში, მსჯავრდებულ მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა. დემონსტრანტები თავდაპირველად თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს. მარშის 13 მონაწილე სამართალდამცავებმა მელიქიშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე დააკავეს. დაკავებულებიდან 5 ქალია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებული პირების ნაწილს პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, ნაწილს კი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე