არაგვის ხიდზე, დილის 07:00 საათამდე, ტრანსპორტის მოძრაობა ერთ ზოლზე შეიზღუდება

არაგვის ხიდზე, დილის 07:00 საათამდე, ტრანსპორტის მოძრაობა ერთ ზოლზე შეიზღუდება

17-07-2025 14:24
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 791

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე (მარცხენა მხარე, თბილისის მიმართულება) სავალი ნაწილის ფილა დაზიანდა.

მათივე ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, ხორციელდება ფილის დემონტაჟი, არმირების გაძლიერება და ახალი ფილის მოწყობა.

აღნიშნული სარემონტო სამუშაოების გამო, მოძრაობა ხიდზე ხორციელდება მხოლოდ ერთი ზოლის ფარგლებში და ეს რეჟიმი ხვალ დილის 07:00 საათამდე შენარჩუნდება.

„აღსანიშნავია, რომ არსებული ხიდის გვერდით უკვე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი.

არსებული ხიდი 1973 წელს არის აშენებული და სავალ ნაწილზე არსებული დაზიანებები ხშირად საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს, რაც პერიოდულად ზღუდავს მოძრაობას და დისკომფორტს უქმნის მგზავრებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე