არჩილ გორდულაძე „MEGOBARI აქტზე" - ძმაკაცობის, დედმამიშვილობის და ნათელმირონობის აქტიც რომ დაარქვან, ის ინიცირებულია ისეთი ადამიანების მიერ, როგორიც არიან რიში და შაჰინი, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა ეზიზღებათ

არჩილ გორდულაძე „MEGOBARI აქტზე" - ძმაკაცობის, დედმამიშვილობის და ნათელმირონობის აქტიც რომ დაარქვან, ის ინიცირებულია ისეთი ადამიანების მიერ, როგორიც არიან რიში და შაჰინი, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა ეზიზღებათ

21 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

„MEGOBARI აქტს“ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ძმაკაცობის, ნათესაობის, დედმამიშვილობის და ნათელმირონობის აქტიც რომ დაარქვან, ასეთი აქტი ინიცირებულია ისეთი ადამიანების მიერ, როგორიც არის ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა ეზიზღებათ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მათ მიმართ "ასეთ შანტაჟს არანაირი აზრი არ აქვს".

„MEGOBARI აქტს“ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ძმაკაცობის, ნათესაობის, დედმამიშვილობის და ნათელმირონობის აქტიც რომ დაარქვან, ასეთი აქტი ინიცირებულია ისეთი ადამიანების მიერ, როგორიც არის ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა ეზიზღებათ. ამ ზიზღის ფონზე აინიცირებენ სხვადასხვა აქტს და ხელს უწყობენ ჩვენს ქვეყანაში მართულ ჯაშუშებს და აგენტურას, რომ მერე ისაუბრონ ისევ ამ აქტზე თითქოს რაიმე ხდება და კატასტროფული მოვლენებია. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ღიმილის მომგვრელიც კი არ არის ასეთი აქტების მიღება. პირიქით, ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა 6-ჯერ რომ მიიღო რეზოლუცია, სადაც პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საპატიო თავმჯდომარის და სამართალდამცავების სანქცირებას რომ მოითხოვენ, იმ ფურცლის ფასიც კი არ აქვს ასეთ აქტს, რომელზეც დაბეჭდილია. მიხვდნენ ეს ადამიანები, რომ ჩვენს მიმართ ასეთ შანტაჟებს არანაირი აზრი არ აქვს - დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ და თავიანთ საქმეს მიხედონ“, - განაცხადა გორდულაძემ.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინფორმაციით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა გასულ კვირას, „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“, MEGOBARI Act-ი წარადგინეს.

პოსტი ნახა: 267


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!