არსებული ინფორმაციით, ხობში, 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი გაუვარდა - დაშავებულია არასრულწლოვანი გოგო

არსებული ინფორმაციით, ხობში, 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი გაუვარდა - დაშავებულია არასრულწლოვანი გოგო

3 საათის წინ
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 160

ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი გაუვარდა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა დაშავდა.

ინფორმაციას ipn ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდები ბებიის დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც შემთხვევა მოხდა. გოგონას დაზიანებები ზედა კიდურის, გულ-მკერდისა და თავის არეში აღენიშნება. გავრცელებული ცნობით, ისინი ერთმანეთის ბიძაშვილები არიან.

დაჭრილი არასრულწლოვანი ჯერ ფოთის ჰოსპიტალში მიიყვანეს, სადაც პირველადი გადაუდებელი დახმარება გაეწია. მოგვიანებით კი, შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაიყვანეს.

ახლობლების ინფორმაციით, გოგონას მდგომარეობა მძიმეა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე