არსებული ინფორმაციით, თბილისში, 40 წლამდე კაცმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა

არსებული ინფორმაციით, თბილისში, 40 წლამდე კაცმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა

22-02-2025 16:12
კატეგორიები: სამართალი

თბილისში მამაკაცმა ქალი ცივი იარაღით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე კაცმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ცოლს მათი საერთო შვილის თვალწინ ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. რაც შეეხება მამაკაცს, ის სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

პოსტი ნახა: 1095


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე