აშშ-ის მიჩიგანის შტატში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 11 ადამიანი დაჭრა

აშშ-ის მიჩიგანის შტატში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 11 ადამიანი დაჭრა

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 116

აშშ-ის მიჩიგანის შტატში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 11 ადამიანი დაჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, შემთხვევა მიჩიგანის შტატის ქალაქ ტრავერს-სიტიში მდებარე Walmart-ის სავაჭრო ცენტრში მოხდა.

გრანდ ტრავერსის ოლქის შერიფმა, მაიკლ შიმ განაცხადა, რომ პოლიციამ ადგილზე 42 წლის ეჭვმიტანილი დააკავა, რომელიც მარტო მოქმედებდა.

შერიფის ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო სამ მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე