აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები ვენესუელას მართავს. „ვენესუელა ამჟამად მკვდარი ქვეყანაა. ჩვენ ის უნდა აღვადგინოთ და ნავთობკომპანიების მხრიდან დიდი ინვესტიციები დაგვჭირდება ინფრასტრუქტურის აღსადგენად“, - აღნიშნა ტრამპმა.

17 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 64

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები ვენესუელას მართავს.

„ნუ მკითხავთ, ვინ მართავს, რადგან გიპასუხებთ და ეს ძალიან საკამათო იქნება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.

კითხვაზე, რას გულისხმობდა, ტრამპმა უპასუხა: „ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვმართავთ. ჩვენ ვმართავთ“.

მან ხაზი გაუსვა, რომ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესთან პირადად ჯერ არ უსაუბრია, თუმცა სხვებმა უკვე ისაუბრეს და რომ მასთან „საჭირო დროს“ ისაუბრებს.

„ვენესუელა ამჟამად მკვდარი ქვეყანაა. ჩვენ ის უნდა აღვადგინოთ და ნავთობკომპანიების მხრიდან დიდი ინვესტიციები დაგვჭირდება ინფრასტრუქტურის აღსადგენად“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში სჭირდება, რომ დელსი როდრიგესმა შეერთებულ შტატებს „სრული წვდომა“ მისცეს.

„ჩვენ სრული წვდომა გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება წვდომა ნავთობზე და მათ ქვეყანაში არსებულ სხვა რაღაცეებზე, რაც საშუალებას მოგვცემს, მათი ქვეყანა აღვადგინოთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ყურადღებით ვაკვირდებით ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს იმ იმედით, რომ მომავალი პროცესები ვენესუელელი ხალხის ინტერესების შესაბამისად განვითარდება. - განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  უწყება იმედს გამოთქვამს, რომ  განვითარებული მოვლენები ვენესუელის ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების „აღიარების“ გაუქმებას გამოიწვევს.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
რუსულმა ძალებმა კიევს შეუტიეს, რის შედეგადაც სამედიცინო დაწესებულებაში ხანძარი გაჩნდა და ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.  უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ დაზიანდა კიევის ობოლონსკის რაიონში მდებარე ოთხსართულიანი სამედიცინო დაწესებულების მეორე სართული. მაშველების ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე