აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა პუტინის რეზიდენციაზე უკრაინის თავდასხმის მტკიცებულება ვერ იპოვეს, - ინფორმაციას Wall Street Journal-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.  აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) დასკვნის თანახმად, უკრაინას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა არ უცდია.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 16

აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა პუტინის რეზიდენციაზე უკრაინის თავდასხმის მტკიცებულება ვერ იპოვეს, - ინფორმაციას Wall Street Journal-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) დასკვნის თანახმად, უკრაინას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა არ უცდია.

ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დასკვნას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) შეფასებაც ამყარებს.

ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, თუმცა დაზვერვის მონაცემების შესახებ ინფორმირებულმა მაღალჩინოსნებმა გამოცემას განუცხადეს, რომ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა არ მომხდარა.

ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, „უკრაინამ სამხედრო სამიზნეზე თავდასხმა სცადა, რომელიც იმავე რეგიონში მდებარეობს, რომელშიც პუტინის რეზიდენცია, მაგრამ ეს ახლოს არ ყოფილა“.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე New York Post-ის სარედაქციო სტატია გააზიარა, სათაურით: „პუტინის ცრუ განცხადებები „თავდასხმის“ შესახებ აჩვენებს, რომ რუსეთი მშვიდობას ხელს უშლის“.

Wall Street Journal-ი წერს, რომ დონალდ ტრამპმა სტატია მას შემდეგ გააზიარა, რაც CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ანგარიში მოისმინა.

ვოლოდიმირ ზელენსკი - სურს უკრაინას მშვიდობა? დიახ, ნებისმიერ ფასად? არა, ჩვენ ომის დასრულება გვინდა, მაგრამ არა უკრაინის დასასრული - დაღლილები ვართ? ძალიან, დანებებისთვის მზად ვართ? მათ, ვინც ასე ფიქრობენ, კიდევ ვერ გაიგეს, ვინ არიან უკრაინელები
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ყველა ჯარისკაცსა და მეთაურს ვულოცავ, ჩვენ თქვენი და ჩვენი გამარჯვების გვჯერა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საახალწლო მილოცვისას განაცხადა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „ჯარისკაცები, რომლებიც სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ, სამშობლოსთვის იბრძვიან“. მისი თქმით, მილიონობით რუსი, ჯარისკაცებს მხარს უჭერს.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე