აშშ-ის საელჩო - განგაშის შეტყობინებაში ნახსენები სამი სავაჭრო ცენტრიდან არცერთში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა - რეკომენდაცია, რომ საელჩოს თანამშრომლებმა თავი უნდა აარიდონ ამ ადგილებს, გაუქმდა

აშშ-ის საელჩო - განგაშის შეტყობინებაში ნახსენები სამი სავაჭრო ცენტრიდან არცერთში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა - რეკომენდაცია, რომ საელჩოს თანამშრომლებმა თავი უნდა აარიდონ ამ ადგილებს, გაუქმდა

3 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი

[აშშ-ის] რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა გააუქმა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, საელჩოს თანამშრომლებმა თავი უნდა აარიდონ ამ ადგილებს, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 7 მაისს გვიან ღამით, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საელჩოს აცნობეს, რომ განგაშის შეტყობინებაში ნახსენები სამი სავაჭრო ცენტრიდან არცერთში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა.

„7 მაისს აშშ-ის საელჩოს მიერ გაგზავნილი განგაშის შემდეგ, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გუშინ ღამით აცნობეს საელჩოს, რომ განგაშის შეტყობინებაში ნახსენები სამი სავაჭრო ცენტრიდან არცერთში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა. [აშშ-ის] რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა გააუქმა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, საელჩოს თანამშრომლებმა თავი უნდა აარიდონ ამ ადგილებს“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის საელჩომ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. დასახელდა სავაჭრო ცენტრები - “ისთ ფოინთი", "გალერია თბილისი" და "თბილისი მოლი". აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა. უწყების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის "შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე". სუს-მა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებს მოუწოდა, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან.

პოსტი ნახა: 112


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე