აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის წევრებმა გაასაჯაროვეს ჯეფრი ეპშტეინის ელექტრონული მიმოწერა, რომელშიც ტრამპი რამდენჯერმე არის ნახსენები

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის წევრებმა გაასაჯაროვეს ჯეფრი ეპშტეინის ელექტრონული მიმოწერა, რომელშიც ტრამპი რამდენჯერმე არის ნახსენები

1 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 122

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის დემოკრატიული პარტიის წევრებმა გაასაჯაროვეს სექსუალურ სკანდალში მხილებული, მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინის ელექტრონული მიმოწერა, რომელშიც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენჯერმე არის ნახსენები.

მათი თქმით, აღნიშნული ელექტრონული მიმოწერა დარტყმა იქნება თეთრი სახლისთვის, რომელიც ეპშტეინის საქმეზე სიმართლის დამალვას ცდილობს.

კორესპონდენცია ჯეფრი ეპშტეინს, მის თანაშემწე გისლენ მაქსველსა და მწერალ მაიკლ უოლფს შორისაა. კომიტეტს 23 000-მდე დოკუმენტი ჯეფრი ეპშტეინის რეზიდენციამ მიაწოდა და ამჟამად მისი შესწავლა მიმდინარეობს.

მედიის ცნობით, ერთ-ერთ გასაჯაროებულ წერილში, რომელიც 2011 წლით თარიღდება, ეპშტეინი მაქსველს წერს, რომ ტრამპი „მის სახლში საათობით ატარებს დროს“ სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლთან ერთად და ტრამპს მოიხსენიებს „ძაღლად, რომელიც არ იყეფება“.

როგორც უცხოური მედია წერს, კიდევ ერთ, 2019 წლით დათარიღებულ წერილში ეპშტეინი მწერალ მაიკლ უოლფს წერს, რომ ტრამპმა „იცოდა გოგონების შესახებ, რამდენადაც მან სთხოვა გისლენს გაჩერება“. სხვა წერილებში, რომლებიც ასევე უოლფსა და ეპშტეინს შორის კორესპონდენციას ასახავს, აღნიშნული პირები განიხილავენ, როგორი „პასუხები მოამზადონ“ ტრამპის CNN-თან მოსალოდნელი ინტერვიუსთვის, სადაც „მაიკლ უოლფი ტრამპზე ეპშტეინის გავლენას ახასიათებს“.

დონალდ ტრამპი ყოველთვის უარყოფდა ეპშტეინთან მიმართებით რაიმე კანონდარღვევის ჩადენას და აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ მოარული ჭორები დემოკრატიული პარტიის მიერაა აგორებული. მედია წერს, რომ დონალდ ტრამპი და ჯეფრი ეპშტეინი წლების განმავლობაში მეგობრობდნენ, თუმცა ტრამპის განმარტებით, ისინი 2 000-იანი წლების დასაწყისიდან წაკამათდნენ და აღარ მეგობრობდნენ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე