აშშ-ში ცხოვრების უფლების მისაღებად 1 მილიონი დოლარის ღირებულების „ოქროს ბარათის“ პროგრამა ამოქმედდ. „ოქროს ბარათის“ პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეები აშშ-ში ბინადრობის უფლების მოპოვებას დაჩქარებული წესით შეძლებენ.

40 წუთის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 82

აშშ-ში ცხოვრების უფლების მისაღებად 1 მილიონი დოლარის ღირებულების „ოქროს ბარათის“ პროგრამა ამოქმედდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ოქროს ბარათის“ პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეები აშშ-ში ბინადრობის უფლების მოპოვებას დაჩქარებული წესით შეძლებენ.

განაცხადის შევსება ვებ გვერდზე, Trumpcard.gov-ზე 15 000 დოლარის გადახდის შემდეგ არის შესაძლებელი.

შემოწმების პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ კანდიდატებს 1 მილიონი დოლარის ოდენობის „შემოწირულობის“ გადახდა მოუწევთ.

„ფაქტობრივად, ეს მწვანე ბარათია, მაგრამ ბევრად უკეთესია. ბევრად უფრო ძლიერია“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.

აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა განაცხადა, რომ წინასწარი რეგისტრაციის ეტაპზე დაახლოებით 10 000 ადამიანი დარეგისტრირდა.

„ველი, რომ დროთა განმავლობაში ათასობით ბარათს გავყიდით და მილიარდობით დოლარს მივიღებთ“, - აღნიშნა ლუტნიკმა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე