“აჭარა თაიმსის” დირექტორის სულხან მესხიძის განცხადებით მას ემუქრებიან

“აჭარა თაიმსის” დირექტორის სულხან მესხიძის განცხადებით მას ემუქრებიან

16-10-2025 01:23
კატეგორიები: შემთხვევა
პოსტი ნახა: 448

“აჭარა თაიმსის” დირექტორს ემუქრებიან.

როგორც სულხან მესხიძე სოციალურ ქსელში წერს:

_სოციალურ ქსელში მივიღე მუქარისა და შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველი შეტყობინება, სადაც არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი ოჯახის წევრებიც უხეშად მოიხსენიეს.

შეტყობინების სქრინშოთს შეგნებულად არ ვავრცელებ, რადგან ის სავსეა უცენზურო გამოთქმებით, პირად შეურაცხყოფითა და აშკარა მუქარით.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა – წინა მსგავს ფაქტებზე პოლიციას, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გენ. პოლიციასა და სხვებს არაერთხელ მივმართე, თუმცა პასუხი დღემდე არ მიმიღია. ამიტომ ამჯერად ოფიციალურად განცხადების გაკეთებას აღარ ვაპირებ, რადგან ცხადია, ჟურნალისტების უსაფრთხოება და მათი დაცვა პრიორიტეტი არ არის.
მიუხედავად მუქარებისა და ზეწოლის, ჩემს საქმეს გავაგრძელებ. ვთვლი, რომ ასეთი აგრესია პირდაპირი შედეგია იმ პოლიტიკური და მორალური ატმოსფეროსი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ქმნის ქვეყანაში – გარემოსი, სადაც ჟურნალისტის დევნა და დამცირება ყოველდღიურ რეალობად იქცა.

პასუხისმგებლობას ამ ვითარებაზე ვაკისრებ მმართველ პარტიას და მათ პოლიტიკას, რომელმაც საზოგადოებაში შიშისა და სიძულვილის კულტურას ჩაუყარა საფუძველი.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე