შსს - ბოლო 24 საათში, თბილისსა და რეგიონებში, ნარკოდანაშაულებისთვის 47 პირი დავაკავეთ

შსს - ბოლო 24 საათში, თბილისსა და რეგიონებში, ნარკოდანაშაულებისთვის 47 პირი დავაკავეთ

3 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 194

სამართალდამცველების მიერ, გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგადაც დაკავებულია 47 ნარკოდამნაშავე.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაკავებულთა უდიდეს ნაწილს ნარკოტიკების რეალიზაცია, ხოლო ნაწილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, უკანონო რეალიზაციის მცდელობა და ხელშეწყობა ედება ბრალად.

„დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდითა და გზებით სისტემატურად ყიდდნენ.

პოლიციამ, დაკავებულების ავტომობილების, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ჰეროინი“, „მეტადონი“, „ალფა პვპ“, „სუბოქსინი“, ,,სუბოტექსი", „მეტამფეტამინი“, „ჰაშიში“, „ოპიუმი“, „მარიხუანა“ და „მცენარე „კანაფი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე