ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 200-ს გადააჭარბა

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 200-ს გადააჭარბა

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 81

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 200-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ „თალიბანის“ ადმინისტრაციაზე დაყრნდობით ავრცელებს. დაშავებულია 3 640-ზე მეტი ადამიანი, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მთიან რეგიონში სამძებრო სამუშაოები მეხუთე დღეა გრძელდება.

ექვსი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა აღმოსავლეთ ავღანეთში 31 აგვისტოს მოხდა. სტიქიამ პაკისტანთან მოსაზღვრე ქუნარის პროვინციაში მთლიანი დასახლებები გაანადგურა. მიწისქვეშა ბიძგებმა ზოგიერთ რაიონში მეწყერი გამოიწვია, რის გამოც ჩაიხერგა გზები. ორი დღის შემდეგ დაფიქსირდა 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა, რასაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.

განმეორებითი ბიძგების გამო დროებით შეწყდა სამაშველო ოპერაცია, რადგან ბიძგებმა მთებიდან ქვათაცვენა გამოიწვია. ჩაიხერგა ზოგიერთ სოფლამდე მისასვლელი გზები.

„თალიბანმა“ საერთაშორისო დახმარება ითხოვა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სტიქიამ 6 700-ზე მეტი სახლი გაანადგურა. გაერო-ში მსხვერპლთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავენ, „წითელი ჯვრისა და „წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის“ განცხადებით, ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებები მასშტაბურია და სწრაფად მზარდი. ორგანიზაციის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, პირდაპირ თუ ირიბად დაზარალებულია 84 ათასი ადამიანი, ათასობით პირი კი იძულებით გადაადგილებულია.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე