ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

10-06-2025 15:11
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 529

ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი გრაცის მერზე, ელკე კარზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქალაქ გრაცის პოლიციამ დაადასტურა, რომ თავდამსხმელი დაღუპულებს შორის არის.

ადგილობრივი გამოცემა Kronen Zeitung-ის ინფორმაციით, სროლის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხის მდგომარეობა კი მძიმეა.

ავსტრიის კანცლერმა, კრისტიან შტოკერმა განაცხადა, რომ ქალაქ გრაცში მდებარე Dreierschützengasse-ის სკოლაში მომხდარი თავდასხმა „ეროვნული ტრაგედიაა, რომელმაც ქვეყანა შეძრა“.

„სიტყვები არ არსებობს იმ ტკივილისა და მწუხარების გამოსახატავად, რომელსაც ახლა ჩვენ ავსტრიაში განვიცდით“, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე