ქუთაისში ავარია მოხდა. ინფორმაციას "მეგა ტვ" ავრცელებს.
როგორც მათ თვითმხილველები უყვებიან ავარია ავტომობილის მოსრიალებამ გამოიწვია.
შემთხვევის დროს მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა.
დაშავებულები სკოლის მოსწავლეები, არასრულწლოვნები არიან, ისინი სავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული არის სასწრაფო დახმარება და პოლიცია.