აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს სამძიმრის წერილი მიწერა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს სამძიმრის წერილი მიწერა

11-11-2025 17:43
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 408

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს სამძიმრის წერილი მიწერა საქართველოში თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის გამო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო ძმაო, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავის ამბავმა, რომელიც განჯიდან გამოფრინდა და საქართველოში ჩამოვარდა, და რის შედეგადაც სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ, ძალიან შეგვძრა“, - წერს ალიევი ერდოღანს.

ცნობისთვის, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ტელეკომპანია „იმედმა“ კატასტროფის ამსახველი ვიდეოკადრები მოიპოვა.

მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია უკვე გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე