აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დამტკიცებას ულოცავს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დამტკიცებას ულოცავს

6 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დამტკიცებას ულოცავს.

მისალოც წერილში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიიღო, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების დინამიკას.

„ბატონო პრემიერ მინისტრო, გულითადად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დამტკიცებას. კმაყოფილებას იწვევს ჩვენს მეგობარ და საიმედო პარტნიორთან, საქართველოსთან ურთიერთობების მზარდი დინამიკა. ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან ისტორიული ფესვებით არიან დაკავშირებულნი, ნაყოფიერად თანამშრომლობენ ურთიერთსასარგებლო სფეროებში, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. გამოვთქვამთ მზაობას, მომავალშიც ხელი შევუწყოთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობის, ურთიერთპატივისცემასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებას. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს თქვენი ახალი მანდატის განმავლობაში, მოძმე ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

პოსტი ნახა: 50


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!