აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის სამხრეთში საჰაერო სივრცე 12 საათის განმავლობაში დახურული დარჩება.
შეგახსენებთ, დღეს ნახიჩევანზე დრონებით იერიში განხორციელდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ინციდენტზე სრული პასუხისმგებლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეკისრება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ „ირანმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა“.
„ირანის სახელმწიფომ უპილოტო საფრენი აპარატები ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიისკენ გაისროლა. თავდასხმის სამიზნე სამოქალაქო ობიექტები იყო. აზერბაიჯანის სახელმწიფო მკაცრად გმობს ამ მახინჯ ტერორისტულ აქტს და მისმა ჩამდენებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი“, - განაცხადა ალიევმა.