აზერბაიჯანული მედია - აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა მაისის ბოლოს დაიწყება

აზერბაიჯანული მედია - აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა მაისის ბოლოს დაიწყება

30-04-2025 19:18
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1149

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა მაისის ბოლოს დაიწყება.

აზერბაიჯანული მედიის თანახმად, აზერბაიჯანი და საქართველო შეთანხმდნენ, რომ პირველი მატარებელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის – 26 მაისს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისთვის – 28 მაისს დაიწყებს მოძრაობას.

აზერბაიჯანის მედიის თანახმად, მხარეები კვლავ განიხილავენ რიგ დეტალებს, მათ შორის ტარიფებს. გავრცელებული ცნობით, „საქართველოს რკინიგზამ“, თავის მხრივ, დაადგინა ცალმხრივი ბილეთის ფასი და ტარიფების ბადე გაუგზავნა აზერბაიჯანელ პარტნიორებს.

აზერბაიჯანის მედიის თანახმად, ამ ეტაპზე საქართველო კუპეს ბილეთების 50 ლარად (30.97 მანათი) და საძილე ვაგონის ბილეთების 70 ლარად (43.35 მანათი) გაყიდვას სთავაზობს აზერბაიჯანს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ფასების შემოღებას გეგმავს აზერბაიჯანული მხარე.

ბაქოსა და თბილისს შორის სამგზავრო მიმოსვლა 2020 წლის მარტში COVID-19 პანდემიის გამო შეჩერდა და დღემდე არ აღდგენილა. აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, ასევე დაკეტილი რჩება. ქვეყანა კვლავ სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ქვეშ რჩება, რომელიც 2025 წლის პირველ ივლისს იწურება.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე