ბაჩო ახალაია მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს - არასწორად მომექეცით, რაც ჩაიდინეთ: სხდომის დახურვა, ადვოკატის აცილება, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სისხლის სამართლის დანაშაულია - ჩემი სიტყვა რატომ უნდა იყოს დახურული?

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 20

ჩემი შესავალი სიტყვა, ჩემი დასკვნითი სიტყვა, რატომ უნდა იყოს დახურული? ამ გადაწყვეტილებას თუ მიიღებთ, ეს იქნება სამოხელეო დანაშაული, - ასე მიმართა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს, რომელმაც სხდომის დახურვასთან დაკავშირებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შუამდგომლობის განხილვისას ახალაიამ მოსამართლეს განუმარტა, რომ ის პროცესის დახურვას არ ეთანხმებოდა.

„არასწორად მომექეცით, ჯერ მოსული არ ვიყავი. თქვენ ახლა რაც ჩაიდინეთ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა, სისხლის სამართლის დანაშაულია, ისევე როგორც სხდომის დახურვა, ასევე ადვოკატის აცილება. სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ ადამიანს შეუძლია მისი ოჯახის წევრის საქმეზე ჩვენება არ მისცეს. დახურვას რაც შეეხება, დიდმა და პატარამ, ვისაც რამე სახის ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ამ საქმეზე, ყველამ იცის, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში საიდუმლო არაფერია, ყველამ იცის, რომ სამართალდამცავ ორგანოებს საიდუმლო არაფერი გააჩნიათ გარდა უკანონო ქმედებებისა. რატომ ხურავთ? მართლმსაჯულების არსებითი ინტერესია, დანაშაულში თუ ვინმე მხილებულია, მტკიცებულებები იყოს წარმოდგენილი. ჩემი შესავალი სიტყვა, ჩემი დასკვნითი სიტყვა, რატომ უნდა იყოს დახურული?

ამ გადაწყვეტილებას თუ მიიღებთ, ეს იქნება სამოხელეო დანაშაული“, - განაცხადა ახალაიამ.

პროცესის დახურვის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. აღნიშნულის მიუხედავად, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმე სრულად დახურა.

„მოცემულ შემთხვევაში დახურვის შუამდგომლობა და გარემოებები, რასაც ბრალდების მხარე მიუთითებს, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს“, - განაცხადა გალუსტაშვილმა.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3-5 მარტს, საქართველოში, შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.  მათივე ცნობით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.  „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
გერმანია ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში არ ჩაერთვება. ამის შესახებ გერმანიის საგარეოს საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპულიმ განაცხადა. მინისტრმა ამასთან განმარტა, რომ გერმანია დაიცავს თავის ჯარისკაცებს, რომლებიც იორდანიასა და ერაყში მულტინაციონალურ სამხედრო ბაზებზე არიან განთავსებულნი, თუ მათზე თავდასხმა განხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე