საგანგაშო ის არის, რომ ივანიშვილი, კობახიძე, პაპუაშვილი და სხვები აქეზებენ ამგვარ ძალადობას, თესავენ ზიზღს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ,- ასე ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე თანაპარტიელზე, გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმას.
ჯაფარიძე მომხდარს წინასწარ დაგეგმილს უწოდებს და ამბობს, რომ სრული პასუხისმგებლობა „ქართული ოცნებას“ ეკისრება.
„დღეს თბილისის ცენტრში, დღისით, მზისით, თავს დაესხნენ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას. ამ დაგეგმილ ძალადობრივ აქტზე სრული პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნებას“ და მათ თანამზრახველებს ეკისრებათ!
საგანგაშო ის არის, რომ ივანიშვილი, კობახიძე, პაპუაშვილი და სხვები აქეზებენ ამგვარ ძალადობას, თესავენ ზიზღს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. ამიტომ, ისინი არიან პირდაპირი პასუხისმგებლები ამ თავდასხმაზე და თავდასხმების სერიაზე, რომელიც ხორციელდება ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების და მოქალაქეების მიმართ. ცხადია, რომ ყველა ეს თავდამსხმელი აუცილებლად იქნება იდენტიფიცირებული და ისინი პასუხს აგებენ კანონის წინაშე სამართლიანი სასამართლოს პირობებში!“, - წერს ბადრი ჯაფარიძე.