ბადრი ჯაფარიძე - საქართველოში პოლიტიკური ტყვეების რიცხვი გაიზარდა, სინდისის პატიმრებს დაემატა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - ვერანაირი რეპრესია ვერ მოერევა თავისუფლების მოყვარე ადამიანების ურყევ ნებას, დაიცვან ქვეყნის დამოუკიდებლობა

ბადრი ჯაფარიძე - საქართველოში პოლიტიკური ტყვეების რიცხვი გაიზარდა, სინდისის პატიმრებს დაემატა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - ვერანაირი რეპრესია ვერ მოერევა თავისუფლების მოყვარე ადამიანების ურყევ ნებას, დაიცვან ქვეყნის დამოუკიდებლობა

5 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 104

არსებულ სინდისის პატიმრებს დაემატა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, კაცი, რომელიც ამ ქვეყნის გამორჩეული პატრიოტია - ვერანაირი რეპრესია ვერ მოერევა თავისუფლების მოყვარე ადამიანების ურყევ ნებას, დაიცვან თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ადამიანი და პოლიტიკოსია ზურა ჯაფარიძე,- ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, სასამართლოს სხდომაზე ვნახეთ, თუ როგორ დაირღვა მოსამართლე შვანგირაძის მიერ ზურა ჯაფარიძის ყველა უფლება.

„საქართველოში პოლიტიკური ტყვეების რიცხვი გაიზარდა - არსებულ სინდისის პატიმრებს დაემატა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, კაცი, რომელიც არის ამ ქვეყნის გამორჩეული პატრიოტი, რომელსაც ერთადერთი რამ სურს, თავისუფალი, ევროპული და სამართლიანი საქართველო. ის არ ეგუება უსამართლობას და არ აღიარებს კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვის საფუძველზე შექმნილ საგამოძიებო კომისიას და მის მიერ გაცემულ უკანონო განკარგულებებს.

შესაბამისად, მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მას მიაჩნია სწორად და ასახავს მის პრინციპულ დამოკიდებულებას ამ უსამართლობის მიმართ.

კიდევ ერთხელ ვნახეთ, თუ როგორ დაირღვა სასამართლოს მოსამართლე შვანგირაძის მიერ ზურა ჯაფარიძის ყველა უფლება.

ეს ყველაფერი არის დროებითი!

ვერანაირი რეპრესია ვერ მოერევა თავისუფლების მოყვარე ადამიანების ურყევ ნებას დაიცვან თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ადამიანი და პოლიტიკოსია ზურა ჯაფარიძე!

თავისუფლება ზურას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს“,- წერს ბადრი ჯაფარიძე.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. მას ხელბორკილები სასამართლოს სხდომათა დარბაზში დაადეს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე