ბაქოში ცხოვრება უფრო იაფია, ვიდრე თბილისში - როგორია საშუალო ხარჯები თვეში

ბაქოში ცხოვრება უფრო იაფია, ვიდრე თბილისში - როგორია საშუალო ხარჯები თვეში

28-08-2025 15:38
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 875

Numbeo-მ თბილისსა და ბაქოში ცხოვრების ღირებულების ინდექსის განაახლა. კვლევითი ორგანიზაცია რიგი ინდიკატორების მიხედვით ერთმანეთს ადარებს საქართველოსა და აზერბაიჯანის დედაქალაქებში ცხოვრების ღირებულებას.

მონაცემები აჩვენებს, რომ ბაქოში ცხოვრება, ქირის ფასის გამოკლებით, 10.5%-იანი იაფი ჯდება, ვიდრე თბილისში. ქირის ფასი ჩათვლით, კი თბილისში 17%-ით უფრო მეტი ხარჯის გაწევაა საჭირო ერთ თვეში, ვიდრე ბაქოში.

უფრო კონკრეტულად, ერთი თვის განმავლობაში თბილისში, ქირის ფასის ჩათვლით, ცხოვრებისთვის დაახლოებით 8 400 ლარია საჭირო, ბაქოში კი ეს თანხა 6 975 ლარს (4 400 მანათი) შეადგენს.

ამასთანავე, Numbeo-ს სტატისტიკით ბაქოში თბილისზე დაბალია ბინის ქირაც. ასე მაგალითად, ბაქოს ცენტრში ერთოთახიანი ბინის ქირის ფასი თვეში 1 289 ლარია (813 მანათი), თბილისში კი 1 922 ლარი. სამოთახიან ბინას კი საქართველოს დედაქალაქის ცენტრალურ უბანში 3 698 ლარად იქირავებთ, აზერბაიჯანის დედაქალაქის ცენტრში კი 2 598 ლარად (1 637 მანათი).

გარდა ამისა, ბაქოში ბინას უფრო იაფად იყიდით, ვიდრე თბილისში. უფრო კონკრეტულად, 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი ბაქოს ცენტრში 5 879 ლარია (3 708 მანათი), თბილისში კი 6 019 ლარი. რაც შეეხება გარეუბნებს, ბაქოში ფასები 3 143 ლარის (1 982 მანათი), თბილისში კი 3 578 ლარის ფარგლებშია.

განსხვავებით სხვა ინდიკატორებისგან, თბილისში საშუალო ხელფასი 20%-ით მეტია, ვიდრე ბაქოში. უფრო დეტალურად, თბილისის შემთხვევაში ეს თანხა თვეში 1 721 ლარია, ბაქოში კი 1 376 ლარი (868 მანათი). რაც შეეხება მსყიდველობით უნარს, ბაქოში 3.7%-ით უფრო ნაკლებია, ვიდრე თბილისში.

ცხოვრების ღირებულების ინდექსში უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვს ბაქოს რესტორნებისა და სურსათის ფასების კუთხითაც. მაგალითად, რესტორანში კვება დაახლოებით 11.1%-ით უფრო იაფია, ვიდრე თბილისში, ხოლო სურსათის ფასები ბაქოში 13.2%-ით დაბალია.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე