ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზაზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია

ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზაზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია

18-12-2024 17:26
კატეგორიები: რეგიონი
პოსტი ნახა: 1565

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კმ-ზე (ქედა) მონაკვეთზე, ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა და ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი. ქვისცვენა კვლავ გრძელდება. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე