ბათუმის მერია ქალაქში ძლიერი ქარისგან გამოწვეული პრობლემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ბათუმის მერია ქალაქში ძლიერი ქარისგან გამოწვეული პრობლემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

10-05-2025 23:52
კატეგორიები: რეგიონი
პოსტი ნახა: 509
ბათუმში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა.
გორგასლის ქუჩაზე დაშავებული ორი მოქალაქე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბათუმის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. აღდგენითი სამუშაოებო აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები. რამდენიმე ქუჩასა და ცენტრალურ პარკში კი დაზიანებულია ხეები, ასევე ავტომანქანები. შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ახორციელებენ მონიტორინგს და თითოეულ შემთხვევაზე მოხდება მყისიერი რეაგირება.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყველა რეისი შესრულებულია.
 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე