ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამგზავრო მატარებლის დაჯახების შედეგად ბავშვი დაიღუპა

ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამგზავრო მატარებლის დაჯახების შედეგად ბავშვი დაიღუპა

09-04-2025 10:56
კატეგორიები: შემთხვევა რეგიონი

ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამგზავრო მატარებლის დაჯახების შედეგად ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

კერძოდ, გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

„მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა. ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 508


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე