მსოფლიო ლიდერები ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას მთხოვენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში აშშ-ის კონგრესის ეროვნული რესპუბლიკური კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა.
„ვფიქრობ მსოფლიოსთან ომი, სულაც არ არის ომი, რადგან ყველა აქ მოდის. იაპონია აქ მოდის. ბევრი მათგანი თვითმფრინავშია. მკაცრი მომლაპარაკებლები არიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, მსოფლიო ლიდერები შეთანხმების გასაფორმებლად ყველაფრისთვის მზად არიან.
„გეუბნებით, რომ ეს ქვეყნები გვირეკავენ, უკანალზე მკოცნიან. შეთანხმების მიღწევის სურვილით კვდებიან. ბატონო, გთხოვთ, გთხოვთ შეთანხმება გავაფორმოთ. ბატონო, ყველაფერს გავაკეთებ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, დღეს დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული გლობალური საპასუხო მაღალი ტარიფები ძალაში შევიდა, მათ შორის, ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული 104%-იანი ტარიფები.