დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო დომინგოში, ღამის კლუბში სახურავის ჩამონგრევის შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა და 150-ზე მეტი დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ინციდენტი ღამის კლუბ ჯეტ სეტში პოპულარული მომღერლის, რუბი პერესის კონცერტზე მოხდა.
ღამის კლუბში ასობით ადამიანი იმყოფებოდა და 400-მდე მაშველი ნანგრევებში მოყოლილების გადასარჩენად სამაშველო სამუშაოებს აგრძელებს. არსებობს შიში, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. რუბი პერესის ქალიშვილის თქმით, ნანგრევებში ჩარჩენილთა შორის მისი მამაცაა.
გადაუდებელი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა, ხუან მანუელ მენდესმა იმედი გამითქვა, რომ ჩამონგრეული სახურავის ქვეშ მოქცეული ადამიანებიდან ბევრი ჯერ კიდევ ცოცხალია.