ბათუმის საქალაქო სასამართლოში 12 პირის პროცესი გაიმართა, რომელსაც გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვას ედავებიან

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 12 პირის პროცესი გაიმართა, რომელსაც გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვას ედავებიან

13-01-2025 17:18
კატეგორიები: სამართალი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 12 პირის პროცესი გაიმართა, რომელსაც 16 დეკემბერს, გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვას ედავებიან.

საქმე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ განიხილა. მოსამართლემ მხარეებს მოუწოდა, რომ საქმე დეტალურად შეისწავლონ და სასამართლოს მტკიცებულებები წარუდგინონ. დაცვის მხარე აცხადებს, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაირღვა.

თავის მხრივ, მოპასუხე მხარემ სხდომაზე განმარტა, რომ არასამუშაო დღეების გამო საქმის მასალების გამოთხოვა და გაცნობა შეუძლებელი იყო, ამიტომ სხდომის გადადება ითხოვა.

მოსამართლემ 12 პირიდან ნაწილის პროცესი 16 იანვარს, ნაწილის კი 20 იანვარს ჩანიშნა.

გარდა ამ საქმეებისა, აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში, პოლიციის სამმართველოსთან 2 დღის წინ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებულების პროცესი დაიწყო.

პოსტი ნახა: 125


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!